ანა რეხვიაშვილი

უფროსი იურისტი

rekhviashvili@blb.ge

ანა რეხვიაშვილი BLB-ის უფროსი იურისტია. ანა ჩვენ გუნდს 2013 წელს შემოუერთდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

BLB-ში დასაქმებამდე ანა მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოში, რა დროსაც მის მოვალეობებში შედიოდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ანალიზის მომზადება და პოლიტიკური წინადადებების შემუშავება. ანა ასევე ამზადებდა ანალიტიკურ კვლევებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტისათვის. 

ანა საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო იმიტორებულ სასამართლო პროცესებსა და შეჯიბრებებში. ის გახლდათ Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნული ჩემპიონი ზედიზედ 2 წლის განმავლობაში 2012 და 2013 წელს; სადაც მან მოიპოვა ეროვნული რაუნდების საუკეთესო ინდივიდუალური ორატორის სერტიფიკატი. ანა ასევე გახლდათ King’s College London-ის მიერ ორგანიზებული უცხოური ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო საარბიტრაჟო იმიტირებული პროცესის მონაწილე. 2014 წელს ანა იყო International Law Students Association-ისა და White & Case-ის მოხალისე და 2014 წელს ორგანიზება გაუწია Philip C. Jessup International Law Moot Court Competition-ის ეროვნულ რაუნდებს საქართველოში.

ანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2016 წლიდან. 2020 წლიდან ანა არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრი.

 

მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • Legal 500-ის მიერ დასახელებულია კატეგორიაში Rising Star შემდეგ სექტორებში: ბაკნები და ფინანსები; კომერციული, კორპორატიული და M&A; 
  • ანა წარმომადგენლობას უწევდა საქართველოში უმსხვილეს ინდუსტრიულ საწარმოს $200,000,000 ღირებულების ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით;
  • სამართლებრივი მხარდაჭერას უწევდა ფინანსური ინსტიტუტების სინდიკატს, რომელიც შედგებოდა EBRD, FMO, and DEG – Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft mbH, 18 მილიონი ევროს ოდენობით ქართული კომპანიის დაფინანსების პროექტში;
  • წარმომადგენლობას უწევდა Overseas Private Investment Corporation (OPIC)-ს 29მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებასთან დაკავშირებით, რომელიც Marriott Tbilisi Hotel, Marriott Courtyard Hotel და GMT Plaza-ს არსებული სესხების რეკაპიტალიზაციასა და საოპერაციო კაპიტალის დაფინანსებას შეეხებოდა. 

 

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

პროექტების ფინანსირება

ბანკები და კრედიტი

უზრუნველყოფები

დავების გადაწყვეტა

შრომის სამართალი

პრივატიზება

საზღვაო სამართალი

განათლება

მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017

ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014