მარიამ ვაშაკიძე

იურისტი

vashakidze@blb.ge

მარიამ ვაშაკიძე BLB-ის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა იურისტის პოზიციაზე.

BLB-ის გუნდში შემოერთებამდე, მარიამს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორც კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის, ასევე იურიდიულ ფირმებში და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით. მარიამმა კორპორატიული მიმართულებით უფროს იურისტად მუშაობის გამოცდილება დააგროვა ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა სს საქართველოს რკინიგზა და შპს ციტადელი, სადაც მალევე გადაინაცვლა იურიდიული სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილის პოზიციებზე.

მარიამი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთ მოწინავე იურიდიულ ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგში მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული  არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპლექსურ სასამართლო დავასა და მედიაციის პროცესებში. ხოლო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვებული ერთ-ერთ ადგილობრივ პრესტიჟულ არბიტრაჟში საქმიანობის განმავლობაში, რა დროსაც უშუალოდ მონაწილეობდა საარბიტრაჟო განხილვების წარმოებისა და გადაწყვეტის მიღების პროცესებში.

აქტიური პროფესიული საქმიანობის პარალელურად, საუნივერსიტეტო ცხოვრების განმავლობაში მარიამი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა იმიტირებულ პროცესებსა თუ კონკურსებში. იგი არის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული მედიაციის სტატიათა ეროვნული კონკურსის გამარჯვებული და შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესებში მოპოვებული აქვს საუკეთესო სამართლებრივი დასკვნის შედგენისა და მოსარჩელის პოზიციის საუკეთესო არგუმენტაციისთვის სპეციალური ჯილდოები. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით წარდგენილი მედიაციის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე წინადადებების შემუშავების პროცესში. ამას გარდა, მარიამი ასევე წარმოადგენს საერთაშორისო თურქული ოლიმპიადის გამარჯვებულს და დაჯილდოებულია სპეციალური მედლით.

პრაქტიკა

კორპორატიული სამართალი

პროექტების ფინანსირება

ბანკები და კრედიტი

უზრუნველყოფები

დავების გადაწყვეტა

შრომის სამართალი

პრივატიზება

განათლება

მაგისტრის ხარისხი შედარებით კერძო და საერთაშორისო სამართალში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, 2020

ბაკალავრის ხარისხი სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018