EN GE RU 
 
 
 
Boutique Business Law Firm
 
 
 

 

როგორც კორპორაციული სამართლის სფეროში ადგილობრივი ბაზრის ლიდერები, ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციული სამართლის სრული სპექტრით. ჩვენი მრავალფეროვან კლიენტთა შორისაა კომერციული კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები, საინვეტიციო ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და კერძო ინვესტორები მსოფლიოს 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივ კლიენტთა ბაზა ადასტურებს ჩვენი გუნდის თავდადებას, ყველაზე ინოვაციური და ეფექტური გზით ხელი შევუწყოთ ჩვენს კლიენტებს ბიზნეს გეგმების განხორციელებაში.

BLB-ს საქმიანობის ძირითადი სფეროები:

  • საბანკო და საკრედიტო სამართალი;
  • კომერციული სახელშეკრულებო საკითხები;
  • კომერციული უძრავი ქონება;
  • კორპორატიული მართვა;
  • კორპორატიული ტრანზაქციების სტრუქტურირება;
  • სამართლებრივი შემოწმება (Due Diligence);
  • ახალი იურიდიული პირების ფორმირება;
  • შრომითი სამართალი;
  • ერთობლივი საქმიანობა;
  • ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური ტრანზაქციები;
  • შერწყმისა და საწარმოთა შეძენის პროცესები;
  • პროექტების განვითარება და ფინანსირება;
  • კერძო კაპიტალის ინვესტიციები;
  • რესტრუქტურიზაცია;
  • აქციონერებთან/პარტნიორებთან/ინტერესთა ჯგუფებთან ურთიერთობები.

ჩვენი იურისტების მდიდარი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ქართულ იურიდიულ ფირმებს შორის წამყვანი პოზიცია.

კორპორატიული მიმართულებით, ჩვენი გამოცდილების განუყოფელი ნაწილია due diligence-ის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს სამიზნე კომპანიის ან აქტივების შეძენასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას.

 
ციტატები
"კახა შარაბიძე ცნობილია მისი გამოცდეილებით საერთაშორისო ტრანზაქციების ფართო სპექტრში, მათ შორის კორპორაციების შესყიდვები, ფინანსირება, კორპორაციული სამართალი და უძრავი ქონება. "მისმა ცოდნამ და გამოცდილებამ გამაოცა", ერთ-ერთი კლიენტი აცხადებს. "
The Chambers Global


"კომპაქტური ფირმა, რომელიც უწევს კომპლექსურ დახმარებას მსხვილ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებს, აწვდის კონსულტაციებს ქართულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, ეხმარება დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივ შემოწმებაში."
The Chambers Europe


"დიდი ხნის მანძილზე აღიარებული სახელი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, კახა შარაბიძე შეფასებულია როგორც „შესანიშნავი იურისტი“. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ბიზნეს სამართალი, მათ შორის ტრანზაქციული მხარდაჭერა."
The Chambers and Partners


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge