EN GE RU 
 
 
ფირმის მაჩვენებლები  
Boutique Business Law Firm
 
 
 
BLB პრო ბონო მომსახურებით უზრუნველყოფს ალექსანდრე ქართველის ასოციაციას

BLB ალექსანდრე ქართველის ასოციაციას მისი დაარსების დღიდან უწევს პრო ბონო მომსახურებას. ალექსანდრე ქართველის ასოციაცია დააფუძნა ამერიკის მოქალაქეებმა რიჩარდ რუბინმა და სტეფენ ჯონსონმა, ამერიკულმა კორპორაციამ შპს „ავიეიშენ მედიამ“ და საქართველოს მოქალაქე რამაზ ბლუაშვილმა. 

ასოციაციის ძირითადი ამოცანაა ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მიღწევების პოპულარიზაცია. ალექსანდრე ქართველი (ალექსანდრე ქართველიშვილი) იყო ქართველი გავლენიანი ავიაინჟინერი, პიონერი ამერიკის ავიაციის ისტორიაში და ახალი ტექნოლოგიების ინოვატორი. ასოციაცია მიზნად ისახავს კორპორაციული სპონსორების, მხარდამჭერებისა და ენთუზიასტების საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლებიც გატაცებულნი არიან ავიაციით და მიზნად ისახავენ, წარმოაჩინონ გამორჩეული ქართველი ინოვატორის ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორია, რომელმაც შექმნა თანამედროვე საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიები და რომლის წვლილი ავიაციის მეცნიერებასა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში განუზომელია. 

ჩვენი გუნდი ამაყობს ალექსანდრე ქართველის ასოციაციისთვის გაწეული პრო ბონო სერვისებითა და ამ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობით.

 
ციტატები
"კომპაქტური ფირმა, რომელიც უწევს კომპლექსურ დახმარებას მსხვილ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებს, აწვდის კონსულტაციებს ქართულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, ეხმარება დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივ შემოწმებაში."
The Chambers Europe


"დიდი ხნის მანძილზე აღიარებული სახელი ქართულ იურიდიულ ბაზარზე, კახა შარაბიძე შეფასებულია როგორც „შესანიშნავი იურისტი“. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროა ბიზნეს სამართალი, მათ შორის ტრანზაქციული მხარდაჭერა."
The Chambers and Partners


"Business Legal Bureau სტაბილურობას ინარჩუნებს ბოლო 12 თვის განმავლობაში."
The IFLR 1000


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge