EN GE RU 
 
 
გამოცდილება  
Boutique Business Law Firm
 
 
 

BLB-ს აქვს კლიენტების კომპლექსურ კორპორაციულ ტრანზაქციებში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება. ჩვენი გუნდი ამაყობს ფაქტით, რომ მონაწილეობა მიიღო ქართული ბიზნესის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქციების უმრავლესობაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ დავხმარებოდით ინვესტორებს საქართველოში, შედარებით განუვითარებელი სამართლებრივი გარემოს პირობებში, მიეღწიათ წარმატებისათვის. ჩვენი გუნდის გამოცდილება მოიცავს კორპორაციულ/ტრანზაქციულ სტრუქტურირებას, კომპლექსურ და დეტალურ სამართლებრივ კვლევებს, პროექტების ფინანსირებისა და უზრუნველყოფილი სესხების გარიგებებს, შესყიდვებს, პრივატიზაციის პროცესს, აქციონერთა საკითხებისა და ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, კორპორაციული მართვის, უძრავ ქონებასა და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებასა და კომერციულ სასამართლო წარმოებას.

BLB გთავაზობთ იურიდიული მომსახურების ისეთ პირობებსა და გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კლიენტების ბიზნეს მიზნების საუკეთესო ფორმით განხორციელებას. BLB-ს შესწევს უნარი, რომ სწრაფად დააკომპლექტოს ერთიანი, ფოკუსირებული და ეფექტური გუნდი, რომლებიც ტრანზაქციული და დავების მოგვარების სერვისების მიწოდებით, წარმატებით აღწევენ კლიენტთა მიზნებს.

BLB და მისი პარტნიორები არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საქართველოს საუკეთესო წამყვანი ბიზნეს იურიდიული ფირმა და პროფესიონალთა ჯგუფი.

BLB იურიდიულ მომსახურებას უწევს შპს „რუსთავის აზოტს“, საქართველოს ყველაზე დიდ ინდუსტრიულ საწარმოს, 200,000,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპლექსურ ტრანზაქციაში, რაც მოიცავს პროექტის ფინანსირებას, რეფინანსირებას არსებული საკრედიტო ხაზის და აქტივების გაყიდვას. 

გარე იურიდიული მრჩევლის როლში, BLB წარმოადგენს მაიკროსოფტს კომპანიის მიერ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის პროცესში. ჩვენმა ფირმამ ექვს თვეში ნაკლებ დროში მიაღწია უპრეცედენტო შედეგებს და წარმატებით დაასრულა მაიქროსოფტის სახელით წამოწყებული ექვსი იურიდიული პროცესი კომპანიის უფლებების დასაცავად. 

BLB წარმოადგენს გლობალურ ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული პროგრამების და სისტემების პროვაიდერ კომპანიას 2,000,000 აშშ დოლარის ღირებულების კომერციულ დავაში. 

BLB წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს უცხოელ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში 41,000,000 ლარის ღირებულების კომერციულ დავაში.

BLB უწევს მიმდინარე იურიდიულ მომსახურებას შპს „ელტრანზიტს“, კერძო კომპანიას, რომელიც ამუშავებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის პირველ ელექტრო გადამცემ ხაზს. ჩვენ ვემსახურებით ელტრანზიტს სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, მათ შორის კორპორაციული მართვის, ფინანსირების ტრანზაქციების, რეგულაციური და სახემწიფო ორგანოებთან ურთიერთობების მიმართულებით.

BLB კონსულტაციას უწევს სს „რუსთაველი ფროფერთი“-ს 65,000,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების პროექტზე სასტუმრო პარკ ჰაიატ თბილისის მშენებლობის პროცესში.

BLB-მ იურიდიული მომსახურება გაუწია პირველ, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოს საქართველოში და პირველ კერძო კაპიტალის კომერციულ კომპანიას საქართველოში, რომელმაც გამოსცა 180,000,000 აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდები ერთ-ერთ საერთაშორისოდ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. 

BLB-მ მომსახურება გაუწია OPIC-ს 10,600,000 აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირ უზრუნველყოფილი სესხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ბრენდის - დანქინ დონათსის ქართული ფრენშაიზის ფინანსირების პროცესში.

BLB აგრძელებს მის ტრადიციულ თანამშრომლობას OPIC-თან 18,900,000 აშშ დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი პირდაპირი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ვენდის ბრენდული რესტორნების განვითარებისა და ოპერირების პროექტისთვის. 

BLB-მ მომსახურება გაუწია OPIC-ს 18,000,000 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემისას საქართველოში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობისთვის. 

BLB-მ მომსახურება გაუწია სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“, A.P. Møller - Mærsk A/S-სგან 40,000,000 აშშ დოლარის ოდენობის განახლებადი საკრედიტო ხაზის მიღების პროცესში. 

აფილირებულ Tulloch & Co, Solicitors-სთან (ლონდონი) ერთად, BLB მოემსახურა „თიბისი ბანკს“ 80,000,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების პროექტთან დაკავშირებით. 

BLB-მ იურიდიული კონსულტაცია გაუწია შპს GCF Partners 50,000,000 აშშ დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის ერთობლივი საქმიანობის განვითარების პროექტისთვის. 

BLB მოემსახურა „ბალტიკუმს ბანკს“ (ლატვია) საქართველოში უზრუნველყოფილი კრედიტის ტრანზაქციის გაფორმების პროცესში. 

BLB მოემსახურა „ბალტიკუმს ბანკს“ (ლატვია) საქართველოში უზრუნველყოფილი კრედიტის ტრანზაქციის გაფორმების პროცესში. 

BLB კონსულტაციას უწევდა OPIC-ს 58,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის პროცესში საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის. 

BLB-მ მომსახურება გაუწია OPIC-ს, აშშ-ს 3,500,000 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცესში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის. ტრანზაქცია ასევე მოიცავდა არსებული საკრედიტო ხაზის რეფინანსირებას.

BLB მოემსახურა მსოფლიო ბიზნეს კაპიტალს (WBC) 9,400,000 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცესში ლიზინგის ბიზნესში ჩართული ქართული კომერციული კომპანიისთვის. 

BLB მოემსახურა OPIC-ს 28,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემის პროცესში საქართველოში სუპერმარკეტების ქსელის ოპერატორზე. 

BLB მოემსახურა OPIC-ს 8,000,000 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცესში საქართველოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებლის „თელიანი ველისთვის“. ტრანზაქცია ასევე მოიცავდა არსებული საკრედიტო ხაზის რეფინანსირებას. 

 

BLB მოემსახურა OPIC-ს 8,000,000 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცესში საქართველოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებლის „თელიანი ველისთვის“. ტრანზაქცია ასევე მოიცავდა არსებული საკრედიტო ხაზის რეფინანსირებას. 

BLB მოემსახურა OPIC-ს 29,000,000 აშშ დოლარის ოდენობის რეფინანსირების სესხის გაცემის პროცესში შპს „ჯი ემ თი სასტუმროებისთვის“, თბილისში მერიოტის ბრენდის სასტუმროების მფლობელ და ოპერატორ კომპანიას „სითი გრუფიდან“ მიღებული სესხის რეფინანსირების მიზნით. 

BLB წარმოადგენდა „არქარ ენერჯის“ საქართველოს მთავრობასთან და კერძო ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში 130,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა საქართველოში ორი ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობას, ოპერირებასა და საკუთრებას. 

BLB მოემსახურა „საბვეი ინთერნეიშენალ ბ.ვ.“-ს, „საბვეის“ სავაჭრო ნიშნით მსოფლიო სარესტორნო ქსელის მფლობელ კომპანიას ფრენშაიზინგის ხელშეკრულების, განვითარების აგენტის ხელშეკრულებისა და სავაჭრო ნიშნით სარგებლობის ხელშეკრულების მომზადების პროცესში, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების, საგადასახადო და ზოგადი კორპორაციული საკითხების მიმართულებით. 

BLB მოემსახურა შპს „რუსთაველი ფროფერთის“, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისა და დეველოპერების მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას 9,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პრივატიზაციის ტრანზაქციაში. წარმომადგენლობა მოიცავდა ქონების სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე რისკების შეფასების შესახებ იურიდიული დასკვნის მომზადებას.

BLB-მ წარმატებით წარმოადგინა ჩინური კორპორაცია სამშენებლო პროექტის მისაღებად გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულება აღემატებოდა 60,000,000 აშშ დოლარს საქართველოში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად.

BLB წარმოადგენდა „რისერჩ ინ მოუშენის (RIM)”-ს, ბლექბერის პროდუქციის მწარმოებელს, საქართველოში ბლექბერის პროდუქციის გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით. 

BLB მოემსახურა საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს 160,000,000 აშშ დოლარად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული ქარხნის შესყიდვის პროცესში, რაც წარმოადგენდა ყველაზე დიდ ინდუსტრიულ შესყიდვას ქვეყანაში. 

BLB მოემსახურა „უცხოეთის კერძო საინვეტიციო კორპორაციას“ 30,000,000 აშშ დოლარის სესხის ტრანზაქციაში, რომელიც გაცემული იქნა ქართულ კომერციულ ბანკზე. 

BLB მოემსახურა „კაპიტალ ვოსტოკს“ 50,000,000 აშშ დოლარის ღირებულების ფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „რუსთაველი რეზიდენს“ მშენებლობის პროექტში. 

BLB მოქმედებდა როგორც OPIC-ის ადგილობრივი იურიდიული მრჩეველი ქართული კომერციული ბანკისთვის 29,000,000 აშშ დოლარის პრივილეგირებული და 10,000,000 აშშ დოლარის დაქვემდებარებული სესხის გაცემის პროცესში. 

BLB მოემსახურა „მსოფლიო ბიზნეს კაპიტალს“ (WBC) 30,000,000 აშშ დოლარის პირდაპირი უზრუნველყოფილი სესხის გაცემის პროცესში ქართული კომერციული ბანკისთვის. 

BLB წარმოადგენდა „ლოიალ კაპიტალ ჯგუფს“ (LCG) 220,000,000 აშშ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტში თბილისში.

 
ციტატები
"ბიზნეს სამართლის აღიარებული ბუტიკი."
The Chambers and Partners


"შესანიშნავი მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის ხელმძღვანელობით, ფართოდ აღიარებული BLB-ს (Business Legal Bureau) აქვს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება."
The Legal 500


"კომპაქტური ფირმა, რომელიც უწევს კომპლექსურ დახმარებას მსხვილ ადგილობრივ და რეგიონულ კომპანიებს, აწვდის კონსულტაციებს ქართულ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, ეხმარება დოკუმენტაციის მომზადებასა და სამართლებრივ შემოწმებაში."
The Chambers Europe


 
 
 
 
 

The materials on this Site have been prepared by BLB for informational purposes only and are not legal advice. This information is not intended to create, and receipt of it does not constitute, a lawyer-client relationship. Internet visitors and online readers should not act upon this information without seeking professional counsel. Although the Firm endeavors to keep this Site current and accurate, the content on the Site may not reflect current legal developments. BLB expressly disclaims all liability in respect to actions taken or not taken based on the content of this Site.


Developed by 9bit.ge